ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის ისტორიულ უბანში ელექტროგადამცემი ანძა დადგეს

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქის ისტორიულ უბანში სიმბოლურად ელექტროგადამცემი ანძა დადგეს, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ newpress.ge ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, წელს ღონისძიებას ქუთაისის მერიასთან ერთად ენერგეტიკის სამინისტრო მასპინძლობს, რომლის დაფინანსებითაც თეთრ ხიდთან ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართება.

ქალაქში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის გალა კონცერტი ცენტრალურ მოედანზე, რომელსაც ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი გამართავს, მოედანზე და ფალიაშვილის ქუჩაზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინება.

საზეიმო ღონისძიების მზადებისა და ჩატარების გამო, 24-26 მაისს შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ცენტრალური მოედნის მიმდებარე ქუჩებსა და თეთრ ხიდის მიმდებარედ – ცისფერყანწელთა ქუჩაზე.
ანძა

იტვირთბა....