როგორც “მეტრონომის” წარმომადგენელი ევროპარლამენტიდან იუწყება, შესაძლებელია, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ძალიან მალე ევროკავშირის ქვეყნებში შემოსასვლელად ვიზების აღება დაჭირდეთ. ასეთი დადგენილება ევროპარლამეტმა მიიღო, თუმცა ჯერ კიდევ 3 მარტს ევროპელმა ხალხის რჩეულებმა აშშ-ს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამუშავების დეკლარაციის ტექსტი პირველი მოსმენით განიხილა და დაეთანხმა. “ამ მკვეთრი და მკაცრი გადაწყვეტილების მიზეზი ერთადერთია, საქმე იმაშია რომ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუმინეთს, ბულგარეთს, პოლონეთს, ხორვატიას და კვიპროსს ამერიკის შეერთებული შტატები დღემდე არ აძლევს ვიზალიბერალიზაციას და ამ ქვეყნის მოქალაქეები იძულებულები არიან, საკონსულო პროცედურები გაიარონ ამერიკაში სამოგზაუროდ”. – აცხადებს “მეტრონომის” წარმომადგენელი ევროპარლამენტში.
მისი თქით, აღსანიშნავია რომ, ევროკავშირმა არაერთხელ მიმართა თხოვნით ოფიციალურ ვაშინგტონს რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ხორვატიის და კვიპროსის მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლა შემოეღო, თუმცა თეთრმა სახლმა ევროპელი ჩინოვნიკების ეს თხოვნა არ მიიღო.
“როგორც ევროპელი პოლიტიკური მიმომხილველები ამბობენ, ამ დღეებში, ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბრიუსელში ნატოს სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება და სწორედ აქ გადაწყდება ვიზალიბერალიზაციის ნიუანსებიც, რომელიც ასე კარგად გამოიყენეს ევროპარლამენტარებმა დონალდ ტრამპთან სავაჭროდ….” – იუწყება ჩვენი წარმომადგენელი.
იტვირთბა....