ახალი ამბები მთავარი სამართალი

სენაკში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ქურდობა აღკვეთეს

გუშინ, სენაკში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, ბანკომატიდან ფულის მოპარვა სცადეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამხედრო პოლიციის მიერ დანაშაული აღიკვეთა და უცხო პირმა თანხის წაღება ვერ შეძლო.

„საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავის გამოსავლენად“, – აღნიშნეს სამინისტროში.

იტვირთბა....