ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ გაუქმდა პატრიარქის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაუქმდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

“მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლამდიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და საერო პირთა საქართველოში მოწვევა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

როგორც საპატრიარქოში საზოგადოებრივს განუცხადეს, პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში იყო დაგეგმილი.

იტვირთბა....