ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კონგოში დატყვევებული ქართველი იოსებ ოსურაული შესაძლოა, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკებას ემსხვერპლა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  კონგოში დატყვევებული ქართველი იოსებ ოსურაული შესაძლოა, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკებას ემსხვერპლა. როგორც სამინისტროში დაკარგული მფრინავის ძმას უთხრეს, ეს ინფორმაცია ოფიციალური არ არის და სამინისტრო  ფაქტის დადასტურებას კონგოს ხელისუფლებისგან ელის.

„ამ ინფორმაციასაც არ ვეყრდნობით, იქიდან გამომდინარე, რომ არავინ არ ადასტურებს. უნდა დაველოდოთ მოვლენებს, რომ რამე კონკრეტული დაიდოს. იმედს ჯერ კიდევ ვიტოვებთ, რომ ჩემი ძმა ცოცხალია“ – აღნიშნავს იოსებ ოსურაულის ძმა გიორგი ოსურაული.

ცნობას ამ დრომდე არც გაერო და არც კონფლიქტში ჩართული მხარეები არ ადასტურებენ. განცხადება ამ თემაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

„დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება, რომელსაც მოყვა მსხვერპლი და სამწუხაროდ, შესაძლოა იოსებ ოსორაულიც იყოს მათ რიცხვში. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე, ჩვენ ყველა მხარეს, გაეროს, წითელ ჯვარს ვთხოვეთ დადასტურება. დღეისათვის დასტური არ გვაქვს არცერთი მხარისგან, მაგრამ მათგან პასუხს ველით,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ.

საქართველოს მოქალაქე კონგოელმა მებრძოლებმა 27 იანვარს გაიტაცეს. ამის შემდეგ მისი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აღარაფერი იყო ცნობილი.

იტვირთბა....