ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სასამართლო განხილვაზე ვბრუდებით”

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ მამალაძის ადვოკატები საქმის სასამართლო განხილვებზე დააბრუნა.

ფანცულაიას ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განკარგულება ადვოკატების დარბაზიდან გაძევებასთან დაკავშირებით.

”სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე  დამიკავშირდა და მითხრა, რომ მოსამართლის განკარგულება ბათილადაა ცნობილი. შესაბამისად, მე და მიხეილ რამიშვილი ვბრუნდებით სასამართლო განხილვებზე. რაც შეეხება მია ზოიძეს, მას ბესიკ ბუგიანიშვილის განკარგულება გვიან ჩაბარდა, შესაბამისად, ჩვენზე გვიან გაასაჩივრა და სავარაუდოა, რომ სააპელაციო სასამართლო მის მიმართაც ანალოგიურ გადაწყვეტილებას გამოიტანს”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ მამალაძის სასამართლოს არსებითი განხილვის დროს 19 მაისს, დეკანოზმა და მისმა ადვოკატებმა  პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვეს.  თუმცა სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ  სასამართლომ მოუწოდა დაცვის მხარეს წესრიგის დაცვისაკენ, ვინაიდან, სასამართლოს მითითებას ადვოკატები არ დაემორჩილნენ, სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის სამივე ადვოკატი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულის თაობაზე, სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გადაეგზავნება ადვოკატთა ეთიკის კომისიას.

ამიტომაც მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის უფლებებს, მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავდა.  სასამართლო განხილვა 30 მაისს 11:00 საათზე გაგრძელდება.

იტვირთბა....