ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თბილისის მერობის კანდიდატურაზე მსჯელობა მაისის ბოლოს დაიწყება”

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თბილისის მერობის კანდიდატურასთან დაკაშირებით კომენტარი გააკეეთა. მისი თქმით ამ საკითხზე მსჯელობა მაისის ბოლოს დაიწყება.

“კანდიდატურას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყება მაისის ბოლოს და შესაბამისად, ყველა იმ კანდიდატურასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება იქნეს განხილული, თქვენ სრული ინფორმაცია გექნებათ. ამაში დასამალი არაფერია. ჯერ ამაზე საუბარი არ ყოფილა, ჯერ ადრეა”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობილია, რომ “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური პარტიით თვითმმართველობის არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას, პარტია კი უსუფაშვილს თბილისის მერობის კანდიდატად წარადგენს.

თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი, რომელზეც ცნობები გავრცელდა, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილია. მას “რესპუბლიკურმა პარტიამ” შესთავაზა პარტიის სახელით კენჭისყრა, თუმცა ელისაშვილმა თქვა, რომ მას პარტიის სახელით კენჭისყრა არ უნდა.

“ევროპული საქართველო”თბილისის მერის კანდიდატად პარლამენტის წევრ ელენე ხოშტარიას წარადგენს. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ამ ეტაპზე ორი სავარაუდო კანდიდატი სახელდება, ესენი ნიკა მელია და გრიგოლ ვაშაძე არიან.

რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.

იტვირთბა....