მანჩესტერში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები მკაცრდება ნიუ იორკშიც. შტატის გუბერნატორმა სამართალდამცველებს ხალხმრავალ ადგილებში პატრულირების ინტენსიურობის გაზრდა დაავალა.
გაიზრდება პოლიციელთა რიცხვიც, განსაკუთრებით კი თაიმზ სქვერსა და მედისონ სქვერ გარდენში, ისევე, როგორც სტადიონებსა და საკონცერტო დარბაზებთან.