ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ლანცეტში” გარდაცვლილი პაციენტის მეუღლე ნინო კუზანოვას და კლინიკის იურისტის დასჯას ითხოვს

კლინიკა “ლანცეტში” ღვიძლის გადანერგვისას გარდაცვლილი კარლო კეკელიძის მეუღლე კლინიკის ყოფილი მთავარი ექიმის, ნინო კუზანოვას და კლინიკის იურისტის, გიორგი არჩვაძის დასჯას ითხოვს, -ამის შესახებ დაღუპულის მეუღლემ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” განუცხადა:

“უნდა დაისაჯოს კუზანოვა. როგორ არ რცხვენია, როდესაც ამბობს, რომ მონაწილეობა არ მიუღია ამ დანაშაულში. მასთან ერთად უნდა დაისაჯოს კლინიკის იურისტი არჩვაძე, რომელიც ასევე დანაშაულის მონაწილეა”, – განაცხადა ნანა კეკელიძემ.
მისივე ინფორმაციით, კუზანოვა ოპერაციამდე მას და მის მეუღლეს დაჟინებით ჰპირდებოდა ოპერაციის წარმატებით ჩატარებას და არწმუნებდა, რომ ქირურგიულ ჩარევას გამოცდილი და ლიცენზირებული ექიმები განახორციელებდნენ.

ცნობისთვის, ნანა კეკელიძის მეუღლე კარლო კეკელიძე გასული წლის მარტში, კლინიკა “ლანცეტში” ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახმა ოპერაციისთვის 99 ათასი ლარი გადაიხადა, მანამდე კი, რამდენიმე ათასი ლარის გამოკვლევებს დასჭირდა.

მთავარმა პროკურატურამ “ლანცეტის” დირექტორი ფარმან ჯეირანლი დააკავა.

იტვირთბა....