ჟურნალისტი ნინო შუბლაძე სოციალურ ქსელში წერს:
“3-წლიანი პაუზის შემდეგ, დადგა დრო დავუბრუნდე ჩემს პროფესიას და ტელევიზიას. მალე შევუერთდები TV “პირველის” არაჩვეულებრივ გუნდს და ჩემს კოლეგებს, რომლებთან ერთადაც მჯერა, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ! დიდი მადლობა ჩემს გუნდს ჯანდაცვაში და ჩემს უშუალო ხელმძღვანელს, მინისტრ დავით სერგეენკოს. წარმატებები მას! ვუსურვებ ამ უწყებას ძალიან იშვიათად დაემსახურებინოს ჟურნალისტების კრიტიკა. ჩემთვის კი ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იყო ეს 2 წელი და, ახლა დროა დავუბრუნდე „დიდ ავიაციას“. მადლობა, თქვენ ყველას, ჩემო მეგობრებო, გულშემატკივრობისთვის” -წერს ნინო შუბლაძე.
ნინო შუბლაძე ტელეკომპანია “ტვ პირველის” საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგრამების მიმართულებას უხელმძღვანელებს.