„ეს კონსტიტუცია არის ივანიშვილის სახლში დაწერილი და ბიძინა ივანიშვილის მიერ ბეჭედდასმული და „უმრავლესობას“ არ აქვს უბრალოდ უფლება, რამე შეცვალოს“, – ასეთი განცხადება გააკეთა „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, კონსტიტუციის ეს ვარიანტი საქართველოში პოლიტიკურ პროცესს კლავს.
„რეალუარდ, ახალი კონსტიტუცია გააფორმებს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკიური პროცესი, სამართლებრივი ჩარჩოებით, მოკვდება, თუმცა ეს ყველა შემთხვევაში გამოიწვევს უკურეაქციას, პოლიტიკური პროცესების ზომაზე მეტად მაღალ ტემპერატურაზე აწევას, დაპირისპირებას საზოგადოებაში და საბოლოო ჯამში ძალიან გაამწვავებს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, რაც ამ ხელისუფლების კრახით დასრულდება“.
ბურჯანაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ აღნიშნულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა შესაძლოა, რევოლუციურ სცენარს ჩაუყაროს საფუძველი.
„როდესაც მდიდარი ადამიანი გადაწყვეტს, რომ მთელი ქვეყანა იყიდოს და ჯიბეში ჩაიდოს, მიუხედავად იმისა, რომ მილიარდები, როგორც ჩანს, იმაზე მეტად ბრწყინავს საქართველოს მოსახლეობის ნაწილის თვალში, ვიდრე ეს ადრე წარმოგვედგინა, ამისდა მიუხედავად ნამდვილად არის ქვეყანაში ის ჯანსაღი ნაწილი საზოგადოების, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ქვეყნის ერთი პირის საწარმოდ გადაკეთებას, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა დაკარგოს და ერთი პირის, ასე ვთქვათ, მომსახურე ტერიტორიად იქცეს“ – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.