ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

მანჩესტერში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

მანჩესტერში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, დაშავებულია 59. მანჩესტერ არენაზე აფეთქება პოპმომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა. აფეთქების შედეგად არ დაშავებულა თავად მომღერალი. მომხდარს სამართალდამცველები შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად განიხილავენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, მათ ორი ძლიერი აფეთქების ხმა იმ დროს გაიგეს, როდესაც პოპმომღერლის არიანა გრანდეს კონცერტი დასასრულს უახლოვდებოდა და ხალხი გასასვლელისკენ დაიძრა. აფეთქება მანჩესტერ არენას ფოიეში მოხდა.

მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მისცემია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიცია თვითმკვლელი ტერორისტის ვერსიაზე მუშაობს.

იტვირთბა....