ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თორდია-ფარცხალაძის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მივიჩნევ”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მას ამ ეტაპზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, კომისია იქმნება მაშინ, როცა პარლამენტის რეგლამენტში მითითებული რომელიმე საფუძველი არსებობს და როცა გამოძიება არ მიმდინარეობს.

“პარალელურ რეჟიმში, გამოძიების მიმდინარეობდეს და თან პარლამენტი ატარებდეს საგამოძიებო მოქმედებებს, ასეთი რამ რეგლამენტს ეწინააღმდეგება. გამოძიება დაწყებულია ერთ კვირაზე მეტია და ამ გამოძიების შუალედური ინფორმაციის შემდეგ სრულ სურათს ველოდებით, რომ გავაკეთოთ დასკვნა სიმშვიდეში, რეალურად რა მოხდა და საქმე რასთან გვაქვს. ამის შემდეგ, თუ ჩაითვლება, რომ გამოძიება არაეფექტურია, კომისიის შექმნის თაობაზე მოთხოვნა სამართლებრივად სწორი იქნება”, – განაცხადა ბესელიამ.

იტვირთბა....