თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ კლდეისამდე მისასვლელი გზა, რომელიც კლდის ნაწილი ჩამოშლის შედეგად ჩაიხერგა, გახსნილია,- ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
გზის გაწმენდითი სამუშაოები ადგილზე დასრულებულია.
შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდ და პატარა კლდეისთან დამაკავშირებელ გზაზე, კლდის ნაწილი ჩამოიშალა და სოფელ დიდ კლდეისამდე მისასვლელი გზა ჩახერგა.