ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციების იმ წარმომადგენლებს მიმართავს, რომელთაც მისი გადაცემის თემა გააპროტესტეს:
“ახლა რა მაინტერესებს და… გუშინ რომ წივილ-კივილი და ისტერიკა იყო ატეხილი, ზოგიერთი არასამთავრობოსგან, ფეისბუქზე, “რეაქციის” წინააღმდეგ და მთელი დღე (გადაცემის ეთერში გასვლამდე) რომ მიპროტესტებდნენ, როგორ ვბედავდი და ვაშუქებდი თემას 17 მაისის ოჯახის სიმტკიცის დღეზე, მაშინ როცა ქვეყანაში ლამის ყოველ მეორე დღეს ოჯახური მკვლელობები და ძალადობა ხდება… გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ რა ხდება? ისევ აპროტესტებენ რამეს? მე არც თემა შემიცვლია გუშინ და არც ერთი სტუმარი არ შემიცვლია, ვინც მოწვეული იყო მანამდე, სწორედ იმ ხალხის მონაწილეობით გავაკეთეთ ეს გადაცემა, მაგრამ ისინი რას აპროტესტებდნენ, განცხადებები რომ გააშვანშვალეს გუშინდელ გადაცემაზე, ნეტა თუ მიხვდა ვინმე? რას ითხოვდნენ, რომ ქალთა მკვლელობებზე არ გველაპარაკა თუ იმაზე, რა დღეში ვარდებიან უპატრონოდ დარჩენილი ბავშვები, რომლებსაც მამები დედებს უკლავენ და ამ დროს ჩვენ ზარ-ზეიმით ვლაპარაკობთ ოჯახურ სიწმინდეებსა და სიმტკიცეზე!!! მეტი თქვენ თავისუფლებას რა ვუთხარი მე!!!”-წერს გრიგოლია.

