ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართული ავტოგასამართი სადგურები მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზ სადგურს შორის მოხვდა

ქართული ავტოგასამართი სადგურები მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზ სადგურს შორის მოხვდა.

რეიტინგი ბრიტანულმა გამოცემამ DesignCurial შეადგინა.

რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ბათუმის მაკდონალდსის შენობის გვერდზე მდებარე ბენზინგასამართი სადგური, რომლის არქიტექტორიც გიორგი ხმალაძეა. სადგური 2013 წელს აშენდა.

მეცხრე ადგილს კი რეიტინგში კომპანია „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგური იკავებს. სადგურის არქიტექტურა გერმანულ კომპანია Mayer-ს ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ ვისოლის ავტოგასამართი სადგური გასულ წელსაც მოხვდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ სადგურებს შორის. მაშინ გამოცემამ Telegraph ის მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში შეიყვანა.

bm.ge

იტვირთბა....