გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 მაისის ჩათვლით საქართველოში წვიმა, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.
24 მაისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +17, +22° – მდე იქნება . 25 – 27 მაისს დათბება და ტემპერატურა +24, +29° – მდე მოიმატებს, ხოლო 28 – 29 მაისს კვლავ დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 23 – 29 მაისს +23, +28° დაფიქსირდება.

