https://www.youtube.com/watch?v=JvEJSOFoSjk
“მეტრონომი”: სასამართლოდან
ავტორი: ნინი ცხადაია
ე.წ. ციანიდის სასამართლო პროცესის დახურვის შემდეგ, პროტესტის ნიშნად დარბაზი, როგორც ბრალდებულმა დეკანოზ გიორგი მამალაძემ ასევე მისმა ადვოკატებმაც დატოვეს. მათი განცხადებით, სიხლის სამართლის პროცესიდან გამომდინარე, ადვოკატებს უფლება არა აქვს, რომ დასაცავი პირის წინააღმდეგ წავიდნენ. შესაბამისად მის კატეგორიულ მოთხოვნას, რომ სასამართლო სხდომა მასთან ერთად დაეტოვებინათ, უპირობოდ დააკმაყოფილეს.
ადვოკატების თქმით, შიგნით მიმდინარეობს მსჯელობა გადაიდება თუ არა სხდომა. ადვოკატი მეა ზოიძის ინფორმაციით, შესაძლოა იმის გამო, რომ მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, დააჯარომონ. თუმცა ამას დაზუსტებით ვერ ამბობს.
“სასამართლო სხდომა იმიტომ დაიხურა, რომ დეკანოზი ვერ გატეხეს. ყველამ კარგად დაინახეთ, რომ მას პროკურორი პირადი სახის მიმოწერის გასაჯაროვებით ემუქრებოდა. ეს იქნება ერთჯერადი სახის პროტესტი და იმედი მაქვს, რომ სასამართლოზე დავბრუნდებით. რაც შეეხება დეკანოზს მის მაგივრად ვერაფერს ვიტყვი”,-ამბობს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.
პროკურორი სასამართლოს დახურვას საქმეში არსებული მტკიცებულებების გამო ითხოვდა, კერძოდ ბრალდებულის პირადი მობილური ტელეფონიდან და პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებული მიმოწერა შეეხება ბრალდებულის შესახებ ინტიმურ დეტალებს და დაუშვებელია მისი საჯაროდ განხილვა.
ასევე, ინტიმურ დეტალებს შეიცავს სხვა მტკიცებულებებიც, შესაბამისად პროკურორი თვლის, რომ ამ მტკიცებულებებში მონაწილე მესამე პირების ინტერესები შეილახება საქმის საჯარო განხილვით.