ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ციანიდის საქმეზე არის საკითხები, რომელთა გასაჯაროება შესაძლებელია, ზიანის მომტანი იყოს“

საპატრიარქოს  იურისტის ედიშერ  ქარჩავას  განცხადებით, საპატრიარქოს მოთხოვნაა, ე.წ. ციანიდის საქმე ობიექტურად იყოს განხილული. როგორც ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეზე არის საკითხები, რომელთა გასაჯაროება შესაძლებელია, ზიანის მომტანი იყოს.

„პროკურატურის შუამდგომლობას დასაბუთებას ყველა უნდა დავესწროთ. ჩვენ მომხრე ვართ რომ ობიექტური განხილვა მოხდეს და ერთი მხრივ, მამაოს ინტერესებიც უნდა დავიცვათ და მეორე მხრივ, იმ ადამიანთა ინტერესებიც, რომელთა შესახებ ინფორმაციას შეიცავს მტკიცებულებები.

მე  საპატრიარქოს  პოზიციას გაცნობებთ, რომ უნდა მოხდეს საქმის ობიექტური განხილვა. არის საკითხები, რომელთა გასაჯაროება შესაძლებელია, ზიანის მომტანი იყოს“, – განაცხადა ქარჩავამ.

„ციანიდის საქმის“ არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათისთვის დაიწყება.

იტვირთბა....