ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპმა კიდევ ერთი ავიამზიდი გაგზავნა ჩრდილოეთ კორეის ნაპირებისკენ

აშშ–ის სამხედრო საძღვაო ძალებმა ავიამზიდი „რონალდ რეიგანის“ კორეის ნახევარკუნუძულის მიმართულებით გადასროლის ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ CNN – ი პენტაგონში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს.

მაუწყებლის მონაცემებით, „რონალდ რეიგანი“ სხვა ავიამზიდთან „კარლ ვილსონთან“ ერთობლივ სწავლებებში ჩაერთვება.

კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება კვირის ღამით ფხენიანის მიერ ჩორიგი რაკეტის გამოცდის შემდეგ დაიძაბა. ორშაბათს ფხენიანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ წარმატებით განახორციელა საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტის გაშვება. რაკეტამ 30 წუთის განმავლობაში იფრინა და სტარტის ადგილიდან 800 კილომეტრში, იაპონიის ზღვაში ჩავარდა.

აშშ–ის სამხედრო საზღვაო ძალების წყნარი ოკეანის დამრტყმელი ჯგუფი „კარლ ვინსონის“ მეთაურობით კორეის ნახევარკუნძულს აპრილში მიუახლოვდა. სამხედრო საზღვაო ჯგუფმა იაპონელ და სამხრეთ კორეელ შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.

იტვირთბა....