ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში, თაიმს სქვერზე ფეხითმოსიარულეებს ავტომანქანით აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურე დაეჯახა, – ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
მერი, ისევე როგორც პოლიცია მომხდარს ტერორიზმს არ უკავშირებენ.
პოლიციაში მძღოლის ვინაობაც დასახელეს. ის 26 წლის რიჩარდ როჰასია. სამართალდამცველების თქმით, ის დაკავებულია და ამჟამად ექსპერტიზას უტარებენ. პოლიციის განცხადებით, როჰასი მანამდე ორჯერ იყო დაკავებული მანქანის არაფხიზელ მდგომაროებაში მართვისათვის.
18 მაისს, დღისით თაიმს სქვერზე, 45-ე და ბროდვეის ქუჩების კვეთაზე ავტომობილი ფეხიტმოსიარულეებს დაეჯახა. თვითმხილველები ამტკიცებდნენ, რომ მძღოლი შეგნებულად მოქმედებდა, ის მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს ტროტუარზე მოძრაობდა და ადამიანებს ეჯახებოდა.
ბოლო ინფორმაციით, ინციდენტის დროს დაშავდა 23 ადმიანი, ერთი დაიღუპა.