ნიუ-იორკში, თაიმს სქვერზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას უცხოური მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება.
გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი წითელი ფერის ავტომანქანა „ჰონდა“თაიმს სქვერზე ხალხის მასაში შევარდა.
შემთხვევის შედეგად, ათამდე ადამიანი დაშავდა. სამართლდამცველებმა მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.