სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლში, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობს, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე იმყოფებოდა. “ჩვენთან შემოვიდა შეტყობინება და, შესაბამისად, ადგილზე სიტუაციის შესასწავლად მოვედით. ადვოკატს და ოჯახის წევრებს ვესაუბრეთ. რადგან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ჩვენთან ამ ეტაპისთვის კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა მოგვიანებით თუ ჩათვლიან საჭიროდ, დაგვიკავშირდებიან”, – აღნიშნა ციალა ქათამიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჩხრეკა ოთარ წოწორიას სახლში, ბათუმში მიმდინარეობას. ამის შესახებ ინფორმაცია ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ გაავრცელა. მისი თქმით, ნონა წოწორია მონაწილეობს იმ საქმეების განხილვაში, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას – მათ შორისაა ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას საქმეები.