სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლიდან სამართალდამცველებმა პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა და მას ადვოკატი ესწრებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.