ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არასამთავრობოები ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირების საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს გენერალურ აუდიტორთან შეხვედრის შემდეგ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა განუცხადა.

მისი თქმით, ცხადია, გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა უკავშირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას და სწორედ ეს არის მოტივაცია, რის გამოც პარლამენტი უნდა ჩაერთოს ამ საქმეში და საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.

“მეორე მხრივ, კითხვებია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. გამოძიების მუხლის კვალიფიკაცია არის სრულიად აცდენილი ფაქტობრივ მოცემულობასთან გამოძიება მიმდინარეობს ძალადობის მუხლით, რაც არ არის რელევანტური. საქმე გვაქვს კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელზე თავდასხმასთან და ეს არ არის რიგითი ძალადობის შემთხვევა”, – განაცხადა ვერძეულმა.

შეგახსენებთ, სახელმწიო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმაში ადანაშაულებს, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფს. დღეს, თორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მოსაზრება თითქოს მან თვითდაზიანებები მიიყენა, აბსურდის თეატრია.

იტვირთბა....