aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მუხლი მსუბუქია და გამომძიებლები კამერების ჩანაწერსაც ვერ იღებენ”:ლაშა თორდია ფარცხალაძესთან დაპირისპირების საქმეზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას განცხადებით, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების საქმეზე გამოძიება მსუბუქი მუხლითაა დაწყებული, რის გამოც გამომძიებლები შემთხვევის ადგილიდან ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებას ვერ ახერხებენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

თორდიას თქმით, მომავალი კვირის დასაწყისში გააკეთებს განცხადებას იმ საქმის შესახებ დასკვნაზე, რომელსაც ფარცხალაძესთან დაპირისპირება მოჰყვა.

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ინციდენტსა და დასკვნაზე. აუდიტორები დღესაც მუშაობენ იმისთვის, რომ ყველა მტკიცებულება მოვიპოვოთ და დავასრულოთ დასკვნა. ორშაბათს ან სამშაბათს გავმართავ შეხვედრას და ვისაუბრებთ დასკვნაზე.

გამოძიება არის დაწყებული იმისთვის, რომ არ დასრულდეს. მუხლი არის მსუბუქი და ამ მუხლის გამო კამერების ჩანაწერსაც ვერ იღებენ გამომძიებლები. ისინი მიმართავენ სასამართლოს და სასამართლო ეტყვის, რომ ვერ ამოიღებენ. ამასობაში, ვიდეოჩანაწერები წაიშლება. ამავდროულად, ადვოკატები აწარმოებენ გამოკითხვებს და არის აბსურდული ჩვენები, თუ ვინ სვამდა ცქრიალა ღვინოს და ა.შ.“, – განაცხადა თორდიამ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმაში ადანაშაულებს. ფარცხალაძე კი მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს.

იტვირთბა....