ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოზი თამაზ ლომიძე: კარგი, ჩავიარეთ დღეს რუსთაველზე ხატებით, შემდეგ?

მიუნხენის ქართული ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელ facebook-ზე ჭიათურელი მუშის ვიდეოს აზიარებს, სადაც ის თავისი და მისი თანამშრომლების გაუსაძლის ყოფაზე საუბრობს.

 

დეკანოზის განცხადებით, სანამ ოჯახის სიწმინდემდე მივალთ, ჯერ ოჯახის გადარჩენაა საჭირო, რომ ოჯახმა ელემენტარული არსებობა, მეუღლემ მეუღლესთან და მშობელმა შვილთან ყოფნა და მისი აღზრდა შეძლოს.

“რუსთაველზე კი ნუ გაიჭრებით, ამ კაცს ჰკითხეთ, რა არის მისთვის ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე. სანამ სიწმინდემდე მივალთ, ჯერ ოჯახის გადარჩენაა საჭირო, რომ ოჯახმა ელემენტარული არსებობა, მეუღლემ მეუღლესთან და მშობელმა შვილთან ყოფნა და მისი აღზრდა შეძლოს. მსვლელობები და მარშები არ ჭირდება ოჯახის სიწმინდეს, ამათთვის შრომა და დახმარებაა საჭირო. ოჯახის დღე თუ აღინიშნება, უნდა აღინიშნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ გრანდიოზული საქველმოქმედო აქციებით ოჯახების დასახმარებლად ყველა სოფელში თუ დაბაში, ქალაქსა თუ რაიონში და ამის ორგანიზებას სახელმწიფოსთან ერთად პირველ რიგში ეკლესია უნდა აკეთებდეს. კარგი, ჩავიარეთ დღეს რუსთაველზე ხატებით, დროშებით და პარაკლისებით. შემდეგ? ხვალ რა ეშველება ამ გატანჯული კაცის ოჯახს? ემახსოვრება ის და მისი ოჯახი ვინმეს? ბოლომდე მოუსმინეთ, რას ამბობს ოჯახზე.
ევროპაში ოჯახის დღეები ჰქვია დღეებს, როცა გრანდიოზული ფასდაკლებები და შეღავათები ცხადდება სხვადასხვა პროდუქტებზე თუ სხვა მომსახურებაზე ოჯახებისთვის”- წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში. 

იტვირთბა....