ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გაიწვევენ თუ არა ზალბერს: “გადაწყვეტილებას საგარეო უწყება მიიღებს”

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელზე, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში, ჰერბერტ ზალბერზე საუბარი არ ყოფილა.

თუმცა, ჯეჯელავას შეფასებით, ზალბერის ქმედება მიუღებელია და ნაბიჯები ძალიან მკაცრი იქნება.

“მიუღებელია ეს ქმედება და ნაბიჯები იქნება ძალიან მკაცრი. კონკრეტულად მისი გაწვევა იქნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო უწყება მიიღებს”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

იტვირთბა....