Black Sea Arena-ზე ჯგუფ Aerosmith-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი ორი STADLER-ის ტიპის ელექტრომატარებლის დანიშვნასთან ერთად, „საქართველოს რკინიგზა“ 20 მაისს ბათუმი-ქობულეთი-ურეკის მიმართულებით მატარებლებს ნიშნავს, – ამის შესახებ იფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
მათი ცნობით, მატარებლით მგზავრობის ღირებულება ბიზნეს კლასისთვის შეადგენს 10 ლარს, I კლასით მგზარობის საფასურია 8 ლარი, ხოლო II კლასით მგზავრობა შესაძლებელია 6 ლარად.
„მატარებლები შემდეგი გრაფიკით იმოძრავებენ: კენტ რიცხვებში – მატარებელი №7001 ბათუმიდან გავა 16:00 საათზე, ქობულეთში იქნება 16:18-16:21 საათზე, ხოლო ურეკში ჩავა 16:46 საათზე. სამგზავრო მატარებელი №7003 ბათუმიდან გავა 18:10 საათზე, ქობულეთში იქნება 18:28-18:31 საათზე, ურეკში ჩავა 18:56 საათზე. მატარებელი №7005 ბათუმიდან გავა 21:30 საათზე, ქობულეთში ჩავა 22:01-22:04 საათზე, ურეკში იქნება 22:22 საათზე.
ლუწ რიცხვებში – მატარებელი №7002 ურეკიდან გავა 17:05 საათზე, ქობულეთში იქნება 17:27-17:31 საათზე, აღნიშნული მატარებელი ბათუმში ჩავა 17:50 საათზე. მატარებელი №7004 ურეკიდან გავა 19:35 საათზე, ქობულეთში იქნება 20:05-20:09 საათზე, ბათუმში ჩავა 20:27 საათზე. სამგაზვრო მატარებელი №7006 ურეკიდან გავა 0:15 საათზე, ქობულეთში ჩავა 0:39-0:43 საათზე და ბათუმში იქნება ღამის 1:01 საათზე.
აღნიშნულ სამგზავრო მატარებლებზე ბილეთის ღირებულება ბიზნეს კლასისთვის შეადგენს 10 ლარს, I კლასით მგზარობის საფასურია 8 ლარი, ხოლო II კლასით მგზავრობა შესაძლებელია 6 ლარად. I და II კლასით მგზავრობისას ბავშვებზე მოქმედებს შეღავათიანი ტარიფი“, – ნათქვამია განცხადებაში.