ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას მოითხოვს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიისთვის და ჟენევის თანათავჯდომარის, ჰერბერტ ზალბერის განცხადება არა მხოლოდ პრინციპულად მიუღებელია, არამედ საკითხის მიმართ მის უცოდინარობას ავლენს. მისი აზრით,  ასეთ შემთხვევაში საქართველო მორჩილად არ უნდა დაელოდოს  ბრიუსელის რეაგირებას ან რამე მობოდიშებას, არამედ დროულად მოვითხოვოთ მისი უკან გაწვევა. ზურაბიშვილის თქმით, დიპლომატიას თავის მკაცრი წესები გააჩნია და ამ შემთხვევაში ჰერბერტ ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენობის პრინციპი და ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენა.

“ჰერბერტ ზალბერის პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადდეს, რადგანაც  ყველასთვის გაკვეთილი იყოს,
ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება და  გაფრთხილება”,-ამბობს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები მიიღო.

ოსური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ არჩვენების შედეგები და მინდა მოგილოცოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობის დაწყება“, – მიმართა ზალბერმა ბიბილოვს.

მან ასევე ისაუბრა ჟენევის დისკუსიების თაობაზე.

 

იტვირთბა....