ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახალხო დამცველის წარმომადგენლები დღეს გამართულ ყველა აქციას დააკვირდებიან

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების განცხადებით, 17 მაისს  ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ყველა აქციას დააკვირდებიან. ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

ამასთან, სახალხო დამცველი განცხადებაში წერს, რომ “სახელმწიფოს მიერ ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები კვლავ მინიმალურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს.”

“სახალხო დამცველის რწმუნებულები 17 მაისს, მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს ნომერზე 14–81”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქცია მშვიდობიანად დასრულდა. აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო. პარალელურად მართლმადიდებელი მრევლი მიმდებარე ტერიტორიაზე კონტრაქციას და ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ.

იტვირთბა....