ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი: შსს გზების გადაკეტვას აანონსებს

დღეს, თბილისში დაგეგმილია აქციები, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობას კეტავს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება. 16 მაისს, 21:00 საათიდან გადაიკეტება ვარდების მოედანი. 17 მაისს, 09:30 საათიდან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის
მოძრაობა აიკრძალება – თავისუფლების მოედანზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე და ყველა მის მკვეთ ქუჩაზე.

ავტომანქანები შემოვლითი გზით, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, მარჯვენა სანაპიროზე იმოძრავებენ. სატრანსპორტო მოძრაობა აქციების დასრულებისთანავე აღდგება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ლგბტ ორგანიზაციები დღეს მსოფლიოში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

 

იტვირთბა....