ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

პარლამენტის ბიუროს ნდობის ჯგუფში ბესელია და თალაკვაძე წარადგინეს

პარლამენტის ბიუროს ნდობის ჯგუფში ეკა ბესელიასა და არჩილ თალაკვაძის კანდიდატურები წარადგინეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე კი მაჟორიტარების სახელით არის დასახელებული.

ნდობის ჯგუფი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტში იქმნება, თუმცა მეცხრე მოწვევის პარლამენტში ნდობის ჯგუფი ჯერ ფორმირებული არ არის.

იტვირთბა....