ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„რუსი ტურისტების ნაკადს საქართველოში ხელს არაფერი შეუშლის“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსი ტურისტების ნაკადს საქართველოში ხელს არაფერი შეუშლის. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

კობახიძეს იმედი აქვს, რომ რუსი ტურისტების ნაკადის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება.

„რუსი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ დიდია და ამ ინტერესს საფრთხეს არაფერი შეუქმნის. ჩვენთვის მთავარია, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა გავაგრძელოთ, რომელსაც საყოველთაო მხარდაჭერა აქვს. რაც შეეხება ხალხებს შორის ურთიერთობას, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და საქართველოში ტურისტული ნაკადები იზრდება, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება ურჩია. რუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურ თბილისს პროვოკაციებში ადანაშაულებს, რაც მათი თქმით, ხელს უშლის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას.რუსეთმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში იმყოფებოდა და ის შსს-მ საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო ე.წ. შავ სიაში შეიყვანა.

იტვირთბა....