ვიდეო

რა მოხდა ფარცხალაძესა და თორდიას შორის: ადვოკატები პრესკონფერენციას მართავენ (LIVE)

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების პრესკონფერენცია. იხილეთ ვრცლად http://bit.ly/2qmL7gc

Gepostet von მეტრონომი • Metronome am Dienstag, 16. Mai 2017

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები პრესკონფერენციას მართავენ. ადვოკატების განცხადებით ისინი აგროვებენ იმ ინფორმაციას, რომელიც გენერალურ აუდიტორთან ლაშა თორდიასთან მომხდარ ინციდენტში ფარცხალაძის უდანაშაულობას ადასტურებს. როგორც ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას თქმით, მას შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, 12 მაისს თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.

თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

იტვირთბა....