ესპანეთში სახლების გაძარცვის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს
ქალაქ ოვიედოში ორი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ ბრალი 10-მდე სახლის გაძარცვაში ედებათ. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულები მითითებებს კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელებისგან იღებდნენ.

