ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვირიკაშვილი: ტატუნაშვილის ოჯახს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული გმირის, არჩილ ტატუნაშვილის შესახებ ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, ტატუნაშვილს ოჯახს და მის მშობლებს, რომლებმაც ქვეყანას გმირი გაუზარდეს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

„ასეთმა გასაჭირმა უნდა გაგვამაგროს. არჩილის ოჯახს, მის მშობლებს, რომლებმაც გმირი გაზარდეს, დიდი ყურადღება უნდა მიექცეთ და ჩვენმა სახელმწიფომ მტკიცედ, თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გააგრძელოს ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური შერიგების და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების პროცესი. არავის გვეპარება ეჭვი, რომ ეს აუცილებლად მოხდება და ჩვენი თაობის ვალია, ეს რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი შაბათს დაკრძალეს. ის რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს ცხინვალში და წამებით მოკლეს. ოკუპანტები 26 დღის განმავლობაში არ უგზავნიდნენ ცხედარს მოკლულის ოჯახს.

იტვირთბა....