ვირუსი, არა მხოლოდ ახლო კონტაქტით, არამედ 1,8 მეტრის დისტანციაზეც გადამდებია – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
ცენტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით დოკუმენტიც გამოაქვეყნა.
„არსებობს მტკიცებულება, რომ კონკრეტულ გარემოებებში ადამიანებმა COVID-19 გადასდეს მათ, ვინც 6 ფუტზე მეტი მანძილით იყვნენ დაშორებულნი“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.
შეტყობინების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს ცუდად განიავებულ დახურულ სივრცეში, ზოგ შემთხვევაში კი მაშინ, როცა დაავადებული მძიმედ სუნთქავს, მღერის ან ვარჯიშობს.