ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

„პროფილი“ ეთერში ბრუნდება: გადაცემას მაია ასათიანი წაიყვანს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თოქ-შოუ „პროფილი“ ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია შოუს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.  გადაცემის პროდიუსერი, ნიკა ხაჩიძე გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. მისი განცხადებით,  თოქ-შოუ ეთერში მომდევნო ხუთშაბათს გავა.

„პროფილის“ წამყვანი, კვლავ მაია ასათიანი იქნება.  გადაცემა “რუსთავი 2”-ის ეთერში ტრადიციულ დროს, ხუთშაბათს 22:00 საათზე გავა.

მაია ასათიანის საავტორო გადაცემის ჩაწერა დღეს შედგა. გადაცემის ანონსი “რუსთავი 2”-ის ვებ გვერდზე ხვალიდან განთავსდება.

ამ ინფორმაციას ჟურნალისტის გულშემატკივრები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და  ასათიანის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.

იტვირთბა....