aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება სამართალი

რა წერილი დატოვა 4 შვილის დედის მკვლელობაში ბრალდებულმა 2 დღით ადრე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამბავმა, რომლის მიხედვითაც 4 შვილის დედა ელექტროსადენით გაგუდული იპოვეს, მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. თავიდან გაჟღერდა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი ყოფილი მეუღლე იყო, რომელმაც დანაშაული აღიარა. იგი ამ დროისთვის დაკავებულია. თუმცა, მოგვიანებით ეჭვმიტანილის დედამ განაცხადა, რომ მისი შვილი დაღუპული ქალბატონის ქმარი არასოდეს ყოფილა.

მოკლულის შვილმა დედის მკვლელობის შესახებ პოლიციისგან შეიტყო. ოჯახის წევრების თქმით, ყოფილი ქმარი, რომელთანაც რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობდა, ქალს გამუდმებით ემუქრებოდა.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მისი და მისი ინტერესების დამცველის განცხადებით, აღმკვეთ ღონისძიებად მოსამართლეს პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინა, რადგან ადვოკატი ვარაუდობს, რომ მის კლიენტს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

“ყოველი გაბრაზებული ქალის უკან დგას მამაკაცი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა გააკეთა არასწორად,” – როგორც ონლაინ გამოცემა “პრესა ჯი” წერს ასეთი პოსტი დაწერა მკვლელობაში ბრალდებულმა რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....