aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი კვლევები მთავარი საზოგადოება

„მეტრონომის“ კვლევა: TOP 10 – 2016 წლის საუკეთესო აუდიტორული და საბუღალტრო ორგანიზაციები გამოვლინდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საზოგადოებრივ პოლიტიკურმა გაზეთმა „მეტრონომმა“ ჩაატარა კვლევა, რომლითაც გამოვლინდა საქართველოში მოქმედი აუდიტორული და საბუღალტრო ორგანიზაციების რეიტინგი, შედგა TOP 10. კვლევას გაზეთმა ერთ თვეზე მეტი მოანდომა. „მეტრონომმა“ დაიქირავა სპეციალური სამსახური, რომლებიც დღეების განმავლობაში უკავშირდებოდნენ საქართველოში მოქმედ ასობით კომპანიებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის იყვნენ მსხვილი და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ბრენდები. მათ შორის:  „ქორთიარდ მარიოტი“, „რედისონი“ , „ბილტმორი“,“ჰოლიდეი ინი“, „ამბასადორო“, სასტუმრო zp, „ჰოტელ რუმსი“, „ვერე პალასი“,  „თეგეტა მოტორსი“, „კოპენბური“, „ირაო“, „არდი“, „უნისონი“, „ალფა“, „მათე მოტორსი“, „ლიბერთი ბანკი“,  „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“ და სხვ.

20150203084108A_Ban

სულ გამოიკითხა 1 000 ორგანიზაცია. ისინი პასუხობდნენ კითხვაზე – „რომელ აუდიტორულ კომპანიებს ანიჭებთ უპირატესობას“. სპეციალისტებთან ერთად, წინასწარ შემუშავებული იყო შესაბამისი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხდებოდა აუდიტორული და საბუღალტრო ორგანიზაციების შეფასება.

TOP 10-ის გამოვლენამდე „მეტრონომმა“ შეისწავლა 100-ზე მეტი აუდიტორული კომპანია და სპეციალური, წინასწარი გამოკითხვების მეშვეობით თავიდან შედგა საუკეთესო ოცეული, შემდეგ კი TOP 10. საბოლოოდ კი 1 000 კომპანიის გამოკითხვის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული და სხვა პრიზიორები (იხილეთ ცხრილი).

auditlistaxali

 

პროექტის ფარგლებში, „მეტრონომის“ მიერ წინასწარ დაანონსებული გეგმის მიხედვით, TOP 10-ში მონაწილე ყველა აუდიტორულმა კომპანიამ ბონუსად მიიღო უფასო რეკლამა „მეტრონომის“ საიტზე, რომელსაც თვეში უკვე ნახევარ მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს და ფეისბუქ-გვერდზე, რომელსაც 90 ათასამდე ლაიქერი ჰყავს.

audits-and-consulting

რაც ყველაზე მთავარია„მეტრონომს“ აქვს ფეისბუქის სპეციალური ჯგუფი, რომელიც მილიონი წევრისგან შედგება, რაც არის გარანტია, რომ თვეების განმავლობაში TOP 10-ის შედეგები და ათივე კომპანიის შესახებ ინფორმაცია მილიონამდე მოქალაქემდე მივა.

აუდიტორული და საბუღალტრო კომპანიები, რომლებიც რესურსების მართვას, დასახული მიზნის მიღწევის შეფასებას,  ოპერაციული საქმიანობის გაუმჯობესებასა და დაინტერესებულ მხარეებთან ნდობის განმტკიცებას უზრუნველყოფენ, საჯარო თუ კერძო კომპანიებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად მიიჩნევა.

საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ინტერნეტ გაზეთმა “მეტრონომმა” უპრეცენდენტო პროექტი განახორციელა, რომლის მიზანი იყო 2016 წლის საუკეთესო აუდიტორული და ბუღალტრული კომპანიის გამოვლენა.

ქვეყნის წამყვანი ბიზნეს-სახელები მათ სფეროების მომსახურების, პროფესიონალიზმის, ნდობისა და ეფექტურობის მიხედვით აფასებდნენ.

Audit-Inside

კვლევის შედეგად გამოვლენილი 10 საუკეთესო კომპანია ადგილების მიხედვით:

1- Nigollet Audit– საკონსულტაციო კომპანია, რომელიც  დაარსდა 2011 წლის 18 ოქტომბერში ძირითადი მიზნით – დაეხმაროს კომპანიებს ბიზნეს-პრობლემების გადაწყვეტაში და ხელი შეუწყოს მათ წარმატებას საქართველოს საქმიან გარემოში.

საკონსულტაციო კომპანია Nigollet მომსახურებას უწევს, საქართველოს ეკონომიკის ყველა იმ ძირითად სფეროში მომუშავე კომპანიებს, როგორებიცაა: ტრანსპორტი და კომუნიკაციები; სადაზღვევო საქმიანობა; ვაჭრობა და მომსახურება; მრეწველობა; მშენებლობა; ენერგეტიკა; მედიცინა.

ასევე კომპანია Nigollet სთავაზობს კლიენტებს წარმომადგენლობას საგადასახადო დავებში.

2 – (ACG) Audit&Consulting Group ltd – შპს „ (ACG) AUDIT&CONSULTING GROUP ltd” მეწარმეებს სთავაზობს აუდიტორულ და საბუღალტრო მომსახურებას. საქმიანობის ძირითადი მიზანია კლიენტის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სამეურნეო საქმიანობაში შეცდომების თავიდან აცილება, მეთოდების გამომუშავება, რომელიც აამაღლებს წარმოების ეკონომიკურ საქმიანობას.

კომპანიაში მუშაობენ სერთიფიცირებული აუდიტორები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება როგორც აუდიტორულ, ასევე ბუღალტრულ საქმიანობაში.

3 – „გვაზავა და პარტნიორები“- შპს ,, საკონსულტაციო კომპანია გვაზავა და პარტნიორები“ დაარსდა 2008 წელს  ძირითადი მიზნით – დაეხმაროს კომპანიებს საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის  პრობლემების გადაწყვეტაში და ხელი შეუწყოს მათ საქმიანობას.
საკონსულტაციო კომპანია მომსახურებას უწევს, საქართველოს ეკონომიკის ძირითად სფეროში მომუშავე კომპანიებს, კერძოდ მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, მედიცინის სფეროს, ვაჭრობა და  ყველა სხვა სახის მომსახურეობას.

4 – Financial Solution Group – „ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფი” (FSG) აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბიზნეს-აღრიცხვიანობისა და აუდიტორულ კომპანიათა ბაზარზე 2004 წლიდან არსებობს. ის მაღალხარისხიანი, სრულყოფილი, პროფესიონალური და კვალიფიციური მომსახურების ხარჯზე ლიდერ კომპანიათა შორის ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს. FSG აუდიტორულ, საბუღალტრო, საკონსულტაციო და იურიდიულ მომსახურებას ახორციელებს. გარდა ამისა, კლიენტებს სახელმწიფო ფინანსურ დაწესებულებებთან ურთიერთობასა და საგადასახადო დავების განხილვაში ეხმარება.

კომპანიის დამფუძნებელი და პარტნიორი დავით ლომსაძეა,  რომელიც წლების მანძილზე  კერძო აუდიტორად და ფინანსურ კონსულტანტად მუშაობდა, აგრეთვე იყო „Sibley international“ – ის   და ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის „ბაფ“-ის მთავარი ექსპერტი. დავით ლომსაძემ დიდი წვლილი შეიტანა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების  დანერგვაში.

5 – „არბიტრანსი“– კომპანია „არბიტრანსი“ მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული აუთსორსინგული კომპანიაა, რომელიც ფინანსურ სფეროსთან დაკავშირებულ ყველანაირ მომსახურების შესრულებას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ახორციელებს. მათ შორის: საბუღალტრო მომსახურება; აუდიტორული მომსახურება; ფინანსური აღრიცხვა; მმართველობითი აღრიცხვა; საკონსულტაციო მომსახურება; საგადასახადო მომსახურება.

6 – Audit Development Group – არის კომპანია დაკომპლექტებული პროფესიონალი კადრებით, რომელიც მუშაობს ბუღალტერია – აუდიტის სფეროში.

კომპანიის უმთავრესი მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესს სწორი ფინანსური სურათის დანახვაში და საგადასახადო რისკების თავიდან აცილებაში.

7 – „აუდიტორული კომპანია ექსპერტი“ – დაარსდა 2013 წლის სექტემბერში, აუდიტორ ლელა ჯანელიძის მიერ. პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიზანია ბიზნეს-გარემოში არსებული რისკების მინიმუმამდე დაყვანა. ისინი ეხმარებიან საწარმოებს თავიანთი სამეურნეო ოპერაციის სპეციპიკიდან გამომდინარე სწორი სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებაში, საფინანსო, სამეურნეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულად, მოსახერხებელი ფორმის შერჩევასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაში.

8 – „გარანტი“– ორგანიზაცია რეგისტრირებულია და ფუნქციონირებს 1996 წლიდან. მათი ძირითადი საქმიანობაა: ფინანსური და საგადასახდო აუდიტი; კონსულტაციები საგადასახადო სფეროში; უძრავი, მოძრავი და არამატერიალური ქონების შეფასება; ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი სტანდარტებით.

ორგანიზაცია არის ბაფ-ის კორპორაციული წევრი; ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის წევრი; კომპანიაში დასაქმებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მრავალწლიანი გამოცდილებით.

„გარანტს“ ჰყავს სერთიფიცირებული პროფესიონალი ბურალტერი; სერთიფიცირებული ქონების შემფასებელი.

 

9 – „კრეატივ ბალანსი“ – „კრეატივ ბალანსი“ საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურებას ახორციელებს: პირველადი დოკუმენტების დამუშავება, ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა, ფინანსური ანგარიშგების (მოგება-ზარალის, ბალანსის და ფულადი სახსრების უწყისის) მომზადება, ფირმების რეგისტრაცია, ფიზიკური პირების დეკლარაციის მომზადება და საგადასახადო კონსულტაციების გაწევა.

10 – „ქვათი“– კომპანია ბუღალტრული მომსახურების ფართო სპექტრს ახორციელებს თბილისში, ასევე დისტანციურად მთელი საქართველოს მაშტაბით.

„მეტრონომის“ მარკეტინგის მენეჯერის, თამაზ გზირიშვილის განცხადებით, მსგავსი სახის კვლევები ხელს უწყობს ქვეყანაში ეფექტური და სანდო კომპანიების ზრდას:

„ეს კვლევები მნიშვნელოვანია, როგორც თავად აუდიტორული კომპანიების წახალისებისთვის, ასევე ბიზნეს-ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სანდო პარტნიორების გამოვლენა-გაზიარებას უწყობენ ხელს“. – აცხადებს „მატრონომის“ მარკეტინგის მენეჯერი.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ გაზეთი “მეტრონომი” ულოცავს გამარჯვებულებს, უსურვებს წარმატებას და ზრდას პროფესიული კარიერის გზაზე. „მეტრონომი“ ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისთვის მომავალში არაერთ ახალ და განსხავავებულ კვლევას შემოგთავაზებთ.

იტვირთბა....