ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბერლინში პოლიციამ საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე დააკავა

ბერლინში პოლიციამ საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე მამაკაცი დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული სავარაუდოდ სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელიც ხალხმრავალ ბაზრობაზე შევარდა. ის ადგილობრივ ზოოპარკთან დააკავეს. მისი ვინაობა ჯერჯერობით უნცობია.

ამასთან, დაუდასტურებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანაში , მგზავრის ადგილას აღმოჩენილია ერთი ცხედარი.

ბერლინის პოლიცია მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ინციდენტი ქალაქის ცენტრში, ეკლესიასთან მოხდა. სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობაზე შევარდა, 50 მეტრის მანძილი გაიარა და გაჩერდა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ მომხდარი ტერაქტია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

იტვირთბა....