ახალი ამბები მედია მთავარი

კანდიდატები: ვის სურს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობა

 

გაზეთ “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობისთვის რამდენიმე კანდიდატი იბრძოლებს. გამოცემის ცნობით, კონკურსში მონაწილეობას გეგმავს კოკა ყანდიაშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, გოგა ხაინდრავა, ნინო ზაუტაშვილი, კობა ბექაური და ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე.

კოკა ყანდიაშვილმა აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას კონკურსის გამოცხადების შემდეგ მიიღებს, ხოლო ნინო ზაუტაშვილი აცხადებს, რომ დაინტერესებულია და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღებას გეგმავს – “დიახ, კონკურსში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ” – განუცხადა ზაუტაშვილმა “პრაიმტაიმს”.

შეგახსენებთ, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ამჟამინდელი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობას ტოვებს.  ბარათაშვილი მაუწყებლის ბორდს განცხადებით ორშაბათს მიმართავს. როგორც თავად ამბობს, განმარტებას სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

ის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2012 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა. ბარათაშვილს უფლებამოსილების ვადა 2018 წელს ეწურებოდა.

იტვირთბა....