ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

კასრში ჩაყუდებული და მჟავამოსხმული ცხედარი კოჯორში 7 მეტრიდან ამოიყვანეს (ვიდეო)

 

 


.

სამართალდამცველებმა კოჯორში, დაახლოებით 7 მეტრის სიღრმეში ცხედარი აღმოაჩინეს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც ტელეკომპანია “იმედთან” თვითმხილველები ჰყვებიან, დაახლოებით 27 წლის მამაკაცის ცხედარი დამნაშავემ თავად უჩვენა სამართალდამცველებს. ისინი ამბობენ, რომ ცხედარი ჯერ კასრში იყო მოთავსებული და კვალის გაქრობის მიზნით მას მჟავა ჰქონდა მოსხმული.

ადგილობრივები 2014 წლის ყაჩაღობის ფაქტს იხსენებენ და ამბობენ, რომ ეს ზუსტად ამ საქმის გაგრძელებაა. საუბარია ყაჩაღობის ფაქტზე, რომლის შემდეგ დედა-შვილი გაუჩინარდა. დედა თბილისის ზღვაზე ყელგამოჭრილი იპოვეს, ხოლო შვილის კვალი კი ამ დრომდე უცნობია.

„მკვდარი იპოვეს, ჩამარხული მიწაში. ტრაქტორით მოვიდნენ და ამოთხარეს. ზევიდან ქვიშა ეყარა. თავით იყო ჩაყუდებული რკინის კასრში და ჩადგმული მიწაში. ზევიდან კი ერთი მანქანა ქვიშა ეყარა“- ამბობს „იმედთან“ ერთ-ერთი თვითმხილველი.

შემთხვევის ახალი დეტალები

იტვირთბა....