საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, მაგიდის კუთხეში პატარა ბიჭივით იყო ატუზული.
გადაცემა “არჩევანში” ექსპრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერების მხარდაჭერის დაკარგვაზე ისაუბრა და მაგალითად აშშ-სთან საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი მოიყვანა.
სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფების წარმომადგენლებს არცერთი მაღალი დონის ლიდერი სერიოზულად არ უყურებს და ამის დასტური იყო ისიც, რომ პრემიერ კვირიკაშვილის და ტრამპის შეხვედრა აშშ-ში პროტოკოლის სრული დარღვევით ჩატარდა.
სააკაშვილი კვირიკაშვილს ,,კაცისკაცს” უწოდებს და ამბობს, რომ ასეთი სახელმწიფო ლიდერი არავის უნდა .
სააკაშვილი ტრამპის მიმართ ,,ქართული ოცნების” ლიდერების დამოკიდებულებას და განცხადებებს იხსნებეს და ამბობს, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი მომხრეებთან ერთად დონალდ ტრამპს აფერისტს ეძახდა.
,,გავიხსენოთ, რომ ესაა ის პრეზიდნეტი, რომელსაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი მომხრეებთან ერთად აფერისტს ეძახდა ქართული ოცნების მთელი ელიტა დასეირნობდა ტრამპის სახელზე და შეურაცხყოფას აყენებდა. მისი მომხრეები ღლიცინებდნენ იმაზე, რომ ივანიშვილი უფრო მდიდარია ვიდრე ტრამპი. გავიხსენოთ, რომ ის არის ის პრეზიდენტი რომლის პროექტი ხელსუფლებაში მოსვლისთანავე შეაჩერეს”-განაცხადა სააკაშვილმა.