aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ბლოგები მედია მთავარი პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური უნდა გადადგეს!!!

aviabiletebi
ავიაბილეთები

რატომ უნდა ვუხადო ფული საკუთარი ჯიბიდან ადამიანს, რომელიც ჩემი ქვეყნის იმიჯს ლახავს? არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა კონკრეტულად ვინ და რომელი უწყება არის დამნაშავე იმაში, რომ ჩემი კოლეგა, რომელიც დევნილობაში აკრიტიკებდა თავისი ქვეყნის ხელისუფლებას და ჩემი მიწიდან ცდილობდა საკუთარი აზრის გამოხატვას, ასე ვანდალურად გადასცე ის სხვა ქვეყანას.

რა ხდება საზღვართან? რისთვის დგანან იქ მესაზღვრეები? მესაზღვრეებიდან დაწყებული პრემიერ-მინისტრით დასრულებული საერთოდ რას აკეთებენ? რა უნდათ? და საით მივდივართ საერთოდ? ვინ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც მოხდა?

მოვუწოდებ სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურის შეფს, გადადგეს!!!

ვიზალიბერალიზაციის მიღება და საქართველოში ნატოს ასამბლეის სხდომის ჩატარება ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემმა ქვეყანამ რაღაცას მიაღწია. ევროპამ გვითხრა, რომ რაღაც დოზით გვენდობა, რომ დემოკრატიის ნიშნები ქვეყანაში არის, რომ ევროპული კულტურა ჩვენთვის არ არის მთლად შორს და ამ დროს ვიღაც გაქსუებული პერსონა ტომარას აცმევს თავზე არა მარტო კოლეგა ჟურნალისტს, არამედ მთელ ქვეყანას და ამაში მან შეიძლება პრემიაც მიიღოს.

ვახტანგ გომელაური უნდა გადადგეს!!!

პირადად მე, მზად ვარ წავიდე ყველგან სადაც მსგავსი აქცია იქნება და მხარი დავუჭირო ნებისმიერ პერსონას, პეტიციას და ორგანიზაციას ვინც მოითხოვს, რომ თანამდებობიდან გადადგეს ადამიანი, რომელიც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

ხელისუფლებამ ეს საქმე უნდა გამოძიოს. ვერავინ მოატყუებს ხალხს, რომ უპასპორტო ადამიანმა საზღვარი თავად გადალახა, ან კრიმინალებმა მოიტაცეს და საზღვარზე იოლად გადავიდნენ? არავინ დაიჯერებს…

ვახტანგ გომელაური უნდა გადადგეს!!! და მხოლოდ ეს არ კმარა… პასუხი უნდა აგოს ყველამ ხელისუფლების მაღალ ეშელონებშიც… ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები საკმარისი არაა…

პირადად მე, სულ არ მაინტერესებს რომელი უწყების წარმომადგენლებმა შეასრულეს ეს ვანდალური დავალება: ეს იყო გომელაურის უწყება, მღებრიშვილის უწყება, პრემიერის პირადი გუნდი თუ კრიმინალური დაჯგუფება. ერთი ცხადია, ვისაც ევალებოდა ჩემი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა ეს მან ვერ მოახერხა.

ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ ნიშნავს მხოლოდ ტანკების შეკავებას საზღვართან, ან ტერორისტული დაჯგუფების აღმოჩენას ქვეყანაში. უსაფრთხოების დაცვა ასევე ნიშნავს ქვეყნის იმიჯისთვის საზიანო მოქმედებების პრევენციას, რასაც აშკარაა, რომ გომელაური და მისი უწყება ვერ უმკლავდება კი არა, სერიოზული ეჭვია, რომ თავად არის ჩართული ამ პროცესში.

ბატონო ვახტანგ, თქვენ უნდა გადადგეთ!!!

მე ვარ მხოლოდ ერთი პერსონა დღეს, რიგითი რედაქტორი, ვინც ამას ითხოვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ სხვა ადამიანებიც გამოჩნდებიან. იმედი მაქვს გაიაზრებთ არსებულ ვითარებას და თქვენს ისედაც უკვე გათხაპნილ ისტორიას კიდევ უფრო არ დააბინძურებთ, რადგან მერე მოდის ის ეტაპი, როცა პირადად მოგიწევთ აგოთ პასუხი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე.

ვახტანგ გომელაური უნდა გადადგეს!!!

 

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....