aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სპორტი

საქართველოს 23-წლამდე მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ხმლით ფარიკაობაში გამარჯვებული გახდა.
საქართველოს ნაკრებმა ფინალში იტალია ანგარიშით 45:36 დაამარცხა.

ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად 23-წლამდელებს შორის ხმლით ფარიკაობაში გუნდური ჩემპინატი მოიგეს.

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული პირველობის 1/2 ფინალში ქართველმა მოფარიკავეებმა რუსეთის 23-წლამდელთა ნაკრები ანგარიშით 45:41 დაამარცხეს და ზედიზედ მეორედ შეძლეს ფინალში გასვლა.
რუსეთის დამარცხებამდე, ქართველმა მოფარიკავეებმა ბულგარეთს 45:34 და რუმინეთს 45:31 მოუგეს.

იტვირთბა....