aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

29 აპრილს ტურისტული ინდუსტრიის თემატური გარბენი მოეწყობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

29 აპრილს, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროგრამა #იყავიაქტიურისაქართველოში-ს ფარგლებში  სპორტულ-გასართობ კომპლექსში “ჯინო ფერედაისი” ტერიტორიაზე აწყობს ტურისტული ინდუსტრიის თემატურ გარბენს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოღვაწე ტურ. ოპერატორები, სასტუმროები, გიდები და ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე პირები.

მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე. გარბენის სტარტი კი  11:00 საათზე, სადაც დისტანცია 2.5 კმ იქნება. გარბენის ბოლოს გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ.

იტვირთბა....