თბილისში, 51-ე საჯარო სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ხორავას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა. ორივე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.
თვითმხილველის თქმით, დაპირისპირებაში 10-15-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, თუმცა უცნობია ყველა ერთი სკოლის მოსწავლეა თუ არა.
„დანებით დაჭრეს ერთმანეთი. ორია დაჭრილი. ორი მძიმედ იყო, ერთს თავი ჰქონდა გატეხილი,“- აღნიშნა თვითმხილველმა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
წყარო: რუსთავი2
“მეტრონომის” ინფორმაციით, ერთი ფეხშია დაჭრილი, ხოლო მეორე მუცელში.