aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

18 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

გეგმური-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებს ხვალ, ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ კომპანია “თელასში” აცხადებენ.

შეზღუდვა შეეხება, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გლდანის რაიონში გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ქერჩის, წყალსადენის და ტაძრის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჩიქოვანის, დოლიძის, ბუაჩიძის და ლიხაურის ქუჩების მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის(ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ბროწეულის, იასამნის და გოთუას ქუჩების მცხოვრებლებს.

ანალოგიური მიზეზით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა ასევე შეეხება: ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის(ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე კი ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონს, კერძოდ: ლერმონტოვის, ქიქოძის, მაჩაბელის, ლორთქიფანიძის და იაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე სამგორის რაიონში, ვარკეთილი-3 X კვარტლის მცხოვრებლებს შეეხება შეზღუდვა.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის(ნაწილობრივ) და მარჯანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის და ჩხეიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის(ნაწილობრივ),ზიგზაგის I და II ქუჩების, ლიახვის, ჟინვალის, ნაგომარის, რატევანის, მუხრანის, გარეჯელის, ხორნაბუჯის, გლინკას, ჩარგლის, მუხრანის, ბოგვის და შენგელაიას ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის XI მიკრორაიონის III კვარტლის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების და მეტრო „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონში: ქეთევან დედოფლის გამზირის(ნაწილობრივ), ლეხ კაჩინსკის, აწყურის, კასპის და კოშკოვანის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:30 საათიდან 12:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ჟონეთის, კაიშაურის, კიკეთის, სომხეთის, გალავნის, სათემოს და ბეღლეთის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა, შეეხება:ა ხალუბნის, ფშავის, გედევანიშვილის, კვალეთის, რუისის და ოძისის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

იტვირთბა....